|
2024-10-23 12:22:10, 381 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ზღვისუბნის პარკში წყლის მილის დაზიანებაზე - კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება და წინსვლა
ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა საფეხმავლო ბილიკზე ზედაპირული მიწა ჩამოიტანა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამისი კომპანია უკვე ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. "რამდენიმე დღის წინ, ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბანში ძალიან კარგი პარკი გავხსენით. გულწრფელად ვიტყვი, რომ ვერ ვმალავ აღფრთოვანებას, ისეთი მაგარი პროექტი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, იქ რა მდგომარეობა იყო, სრული ჯოჯოხეთი, ნაგავსაყრელი, ჭაობი, სუნი, უბედურება, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე გვაქვს. გუშინ, ერთ-ერთ ფერდზე დაზიანდა წყლის მილი. ცხადია, შესაბამისი კომპანია უკვე ადგილზე მუშაობს და დღის ბოლომდე ყველაფერი მოწესრიგებული იქნება",- აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და ის შეფასებები, რომ ახლად გახსნილი სკვერი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია, არასწორია. "უნდა გენახათ ეს უსამშობლო ადამიანები როგორი გახარებული იყვნენ, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი პროექტი თითქოს ცუდ მდგომარეობაშია. სინამდვილეში არაფერი მომხდარა. წყლის მილი დაზიანდა, შექმნა პატარა პრობლემა. ასეთი რამ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ უხარიათ ქვეყნის წარმატება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, თუმცა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს პასუხი 26 ოქტომბერს გაეცემათ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, მოხდეს განვითარება, აღმშენებლობა და აღორძინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს თბილისში მცხოვრები ადამიანებისთვის. ყველას, ვისაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარია, მინდა ვუთხრა, რომ ეს ქალაქი საცხოვრებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება ევროპაში, თავისი სილამაზით, შენობა-ნაგებობებით, გამწვანებული სივრცეებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით",- განაცხადა კალაძემ.
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)