|
2024-10-21 15:20:32, 391 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ყველამ ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა
ყველამ ერთად დავინახეთ, რომ “ოცნებას“ ვადა გაუვიდა,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა თბილისში გამართულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, “ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, დასრულებულია. “ქართულმა საზოგადოებამ ისევე, როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ყველამ ერთად დავინახეთ, რომ "ოცნებას“ ვადა გაუვიდა. "ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა, უბრალოდ 26 ოქტომბერს ჩვენ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ და როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე“,- განაცხადა ცისკარიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისში მარში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გუშინ, 20 ოქტომბერს გაიმართა. მარში 5 ლოკაციიდან - გმირთა მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედანიდან, 300 არაგველის ობელისკიდან და ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიიდან 17:00 საათზე დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გაგრძელდა. მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)