|
2024-10-18 17:07:52, 450 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე „მგზავრებზე“ - ძალიან მძაფრია ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები - სამწუხაროდ, ეს მათ გადაწყვეტილებას არ ამართლებს
ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე". როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე კონკრეტულ ჯგუფს კონცერტის გამართვის შესაძლებლობა ეზღუდება". „ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათწუთიანი ვიდეომიმართვა მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან მასზე თავდასხმის შემდეგ და ის ჰყვებოდა, თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. ეს ათწუთიანი მიმართვა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს უჩვენებს, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში. ეს იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე". სამწუხაროდ, ეს არ ამართლებს მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის და ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად, ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს. თავის დროზე, როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს აღარ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა",- განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელზეც ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს.
ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)