|
2024-10-18 13:17:19, 575 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით,მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია. "2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლები 2,5-ჯერ მეტად იზრდება ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით,"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტს შეადგენს. "ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა შევამციროთ სხვაობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ხორციელდება არაერთი სტრუქტურული რეფორმა. ასევე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფრასტრუქტურის და ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. უპრეცედენტოდ მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რასაც ხელს უწყობს ეფექტიანი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მიმართულია როგორც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ. ასევე გამოვყოფდი პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით,"- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)