|
2016-02-25 18:31:58, 761 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: საუბარი არაა მხოლოდ ტყიბულზე, ძველი საგადასახადო შეღავათი ყველას აღუდგება
იმ დასახლებებში, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი არ აქვთ და მაღალმთიანი რეგიონების ძველი კანონიდან გამომდინარე, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საგადასახო შეღვათებით სარგებლობდნენ, ისინი ამ შეღავათებით 2016 წლის 1 იანვრიდანაც უკუქმედების ძალით ისარგებლებენ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთვრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ვინც აღნიშნული საგადასახადო შეღავათით სარგებლობდა, 3 000 ლარამდე შემოსავალი ისევ 10%–ით დაებეგრება. „მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში გარკვეული ტიპის ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებს. ქალაქი ტყიბული არ არის მაღალმთიან ზონაში, ის არის ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე და შესაბამისად, ის არ ყოფილა შეყვანილი ახალ ჩამონათვალში. ამავე დროს ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ასეთი შეღავათი არსებობდა 31 დეკემბრის ჩათვლით და პრემიერმინისტრის დავალებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს და გააგრძელოს გასული წლის ბოლომდე არსებული საგადასახადო შეღავათის მოქმედება მათთვის, ვისაც ახალი კანონის მიღების შემდეგ ეს შეღავათი გაუუქმდა. საუბარი არ არის მხოლოდ მეშახტეებზე და ასევე მხოლოდ ტყიბულზე, აქ საუბარია მათზე, ვისაც ჰქონდა საგადასახადო შეღავათი 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაღალმთიანი რეგიონების ძველი კანონმდებლობიდან გამომდინარე. შეღავათი ითვალისწინებდა წელიწადში 3000 ლარის შემოსავლის 10%–ით დაბეგვრას“, – აღნიშნა ნიოდარ ხადურმა. მინისტრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მეშახტეების პროტესტის გამო არ მიუღიათ. „ადრეც მიდიოდა ამაზე საუბარი, ჩვენ გავაანალიზეთ ეს არსებული სიტუაცია, რა მოხდა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შეღავათის გაუქმებით შესაძლებელი იყო, რომ ზოგიერთი კატეგორიის გადამხდელისათვის მდგომარეობა გაუარესებულიყო, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ძველი შეღავათი“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოსამართლე მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის ასკ-ის მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
ადვოკატი: შესაძლოა, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ყაველაშვილს შეწყალება სთხოვოს
მოსკოვმა, სოხუმმა და ცხინვალმა თბილისიდან „ძალის გამოუყენებლობის გარანტიები“ მოითხოვეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)