|
2024-10-17 00:07:56, 368 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან
პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და მგონი ამას ყველა ხედავს და თვითონაც არ მალავს. ის ასევე ჩართულია პრემიერობის კანდიდატის შერჩევაში, უფრო სწორად, მოაწერინა ხელი პარტიებს, რომ მას უნდა ჰქონდეს უფლება, დაასახელოს კანდიდატი, რაც ანტიკონსტიტუციურია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, "ზურაბიშვილი დადის ევროპელ ლიდერებთან და საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა და არაკონსტიტუციურია, თუმცა, ამაზე ადგილობრივი არასამთავრობოები არაფერს ამბობენ". მისი თქმით, "მმართველი გუნდი რწმუნდება, რომ დაგეგმილია 2020 წლის არჩევნების შემდგომი სცენარის გამეორება უფრო უხეში ფორმებით, ისეთი არასამთავრობოები, როგორიცაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ემზადებიან ყალბი ანგარიშების დასადებად, რათა ამით ოპოზიციას მისცენ მღელვარების საბაბი". „ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ჩვენი არის ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა და ესეც კონსტიტუციის დარღვევაა პრეზიდენტის მხრიდან. ანუ, აბსოლუტურად გასულია ყველანაირი ჩარჩოდან, თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშში, ეს არსად არ მომხვდარა, ისევე როგორც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არსებული დარღვევები. ამაზე ყველაფერს თვალს ხუჭავენ, სამაგიეროდ, ტყუილი არის ხოლმე ჩაწერილი შიგნით. ეს პირდაპირ მანიშნებელია იმის და ნელ-ნელა უკვე ვრწმუნდებით, რომ დაგეგმილია 2020 წლის სცენარის გამეორება უფრო უხეში და მძიმე ფორმებით. ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ნაწილი, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან აღიარებულად და სასამართლოს მიერ დადასტურებულად, მტკიცებულებით აქვს საარჩევნო მიზნები - "საერთაშორისო გამჭვირვალობას" და ზოგიერთ სხვა ორგანიზაციას. ისინი ემზადებიან, რომ დადონ ყალბი ანგარიშები, იმისთვის რომ მისცენ საბაბი მღელვარებას ოპოზიციის მხრიდან. 2020-ის სცენარის გამეორება არის დაგეგმილი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)