09:40 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-15 13:20:07, 560 ნახვა

ეკონომიკა
ფილიპ ბონე - საქართველო რეგიონი გამოირჩევა სტაბილურობით, ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით

"საქართველოში ძალიან სერიოზული მიზნები გვაქვს. რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, ვგეგმავთ 15 ობიექტის გახსნას თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ამჟამად დაპროექტების, ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რომელმაც გადაგვაწყვეტინა თქვენს ქვეყანაში ინვესტირება. გარდა ამისა, საქართველო რეგიონში გამოირჩევა სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით," - განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ ბონემ, რომელიც აჭარის რეგიონში, ციხისძირში Accor-ის ჯგუფში შემავალი ხუთვასკვლავიანი ბრენდის Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო.

ფილიპ ბონეს შეფასებით, საქართველოს ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მთავრობის თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს როგორც არსებული, ისე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას. 

"ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობა,"- აღნიშნა ფილიპ ბონემ.

"საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე,"- განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტმა. Accor-ი სტუმართმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში," - აღნიშნა ფილიპ ბონემ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics