|
2024-10-13 11:36:11, 412 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ზეწოლა ჰქონდეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, "ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ". როგორც პაპუაშვილი აცხადებს "ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ამით დაინტერესდნენ მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე". ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და იხსენებს 2020 წლის არჩევნებს, როდესაც "მათ შორის, იმდროინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე ფარული თუ ღია ბულინგი მიმდინარეობდა". „ეს ახალი ხომ არ არის, გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ როგორი ზეწოლა იყო მაშინ ცესკოზე. მათ შორის, მაშინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე იყო პირდაპირი, როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება. ყველა უნდა იქნას მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)