|
2024-10-11 10:14:19, 369 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მას შემდეგ, რაც ას მანდატზე მეტს ავიღებთ, ზურაბიშვილის იმპიჩმენტი განხორციელდება
მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, დაინიცირდა იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. „პრეზიდენტის ინსტიტუტი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი და ჩვენ ვიცავთ ხოლმე წესებს. ამ წესებს, სამწუხაროდ, არ იცავენ ის ძალები, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მათთვის დამოუკიდებელი არის მათზე დამოკიდებულის სინონიმი. სხვა ინსტიტუტების მიმართაც ეს მოთხოვნა არის ხოლმე ძალიან ხშირად, რომ თუ არის მთავრობის ქვეშ, უნდა გახდეს დამოუკიდებელი. აქაც უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად მოახერხეს. მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული. მაინცდამაინც ფულს არ ვგულისხმობ, მაგრამ ამის სანაცვლოდ მას აქვს მატერიალური სარგებელი მიღებული, რასთან დაკავშირებითაც მოვა დრო და შეგვიძლია, უფრო თამამად ვისაუბროთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ აქაც ძალიან ღრმად შევდივართ გარკვეულ თემებში, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს, არ მინდა, რომ უფრო მეტად გავშალო ეს თემა, მაგრამ ამაზე საუბრის დროც დადგება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მატერიალურ სარგებელში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ქრთამის აღებას, ფულის მიღებას და ა.შ. თუმცა მატერიალური შინაარსი აქვს იმ სარგებელს, რომელიც მას აქვს მიღებული. მას აქვს დარჩენილი თანამდებობაზე ყოფნის ძალიან მოკლე ვადა. ჩვენ დავაინიცირეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს. დაახლოებით, ერთი თვით შეიკვეცება მისი უფლებამოსილების ვადა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, დეკემბრის პირველ რიცხვებში, ან ნოემბრის ბოლოს, როგორც ჩაინიშნება პირველი სხდომა, განხორციელდება მისი იმპიჩმენტი. აქედან გამომდინარე, მასზე დიდხანს საუბარს მაინცდამაინც დიდი პრაგმატული დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს",- განაცხადა პრემიერმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)