02:32 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 16:35:49, 495 ნახვა

პოლიტიკა
„ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები“ - გახარია პრეზიდენტს შეხვდა

ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა - "ავტორიტარული "ოცნება" და რადიკალური, რევანშისტული იდეები "ნაციონალური მოძრაობის".

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ შეხვედრით. ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს მკაფიო პოზიცია - ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას. საქართველოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანია, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა - ავტორიტარული "ოცნება" და რადიკალური, რევანშისტული იდეები "ნაციონალური მოძრაობის".

ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩამოშლილი "ოცნება" უკვე იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხელ თავებში შეიძლება ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ, მე საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნები, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები",- განაცხადა გახარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics