|
2024-10-09 13:55:05, 416 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ზუგდიდში, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ
ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძემ კონკრეტული პირები დაასახელა, რომლებიც მისი თქმით, ამ საქმეში ფიგურირებენ, მათ შორის არიან მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც იცის, რომ ტოტალურად წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოსა და მთელს საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო და რა ინფორმაციაც ჩვენ გვქონდა, ვავრცელებდით მანამდეც, დაიწყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი ადამიანებისთვის, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები. "ქართულ ოცნებას", რომელსაც ჰგონია, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევით შეცვლის საარჩევნო შედეგებს ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელს საქართველოში, თქვენ არ გეყოფათ რესურსი იმისთვის, რომ პირადობის მოწმობები ჩამოართვათ ადამიანებს იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები თითითა და სანთლით არის საპოვნელი. სამწუხაროდ, პროცესში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მაგრამ ამ მობილიზაციის მიუხედავად, "ქართული ოცნება" მაინც ვერ ახერხებს მასობრივად წაართვას პირადობის მოწმობები მოქალაქეებს, რადგან ძალიან ბევრმა, ვისთანაც ისინი მივიდნენ, პირადობის მოწმობები არ მისცა და გააგდო. ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობენ პირადობის ჩამორთმევის პროცესში ზუგდიდში. ესენი არიან: ოთარ კოდუა - "ქართული ოცნების" დელეგატის დათო კოდუას მამა, რომელსაც ჩაბარებული აქვს მთელი ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლები. თაზო ფაცაცია, რომელიც არის ზუგდიდის საკრებულოს წევრი და აბარია დევნილთა ჩასახლებები, მათ შორის, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლება. ზაალ და პეტრე გეგეჭკორები. ზაალ გეგეჭკორი აფხაზეთის პოლიციის თანამშრომელია, პეტრე გეგეჭკორი კი სოფელ ოქტომბრის რწმუნებულია. ასევე, აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლები ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა, რომლებსაც დავალებული აქვთ პირადობის მოწმობების ჩამორთმევა. ახლა მინდა ამ ადამიანებს მივმართო: ჩვენ ვიცით თქვენი გადაადგილების შესახებ, ჩვენ ვიცით ყველა თქვენი ნაბიჯი. ორი დღის წინ, როცა თავზე დაგადექით და პირადობის მოწმობების დაბრუნება მოგიწიათ, გამოჩნდა, რომ ყველა ინფორმაცია გვაქვს. იმასაც კარგად ხედავთ, რომ ბევრმა გამოგაგდოთ, როცა პირადობის მოწმობის ჩამოსართმევად მიხვედით. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სახელები და გვარები ექნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, თითოეულ თქვენგანს აუცილებლად დაგადგებით თავზე, როგორც კი კიდევ ერთხელ გაბედავთ, მიხვიდეთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქესთან, პირადობის მოწმობის ჩამოსართმევად",- განაცხადა წითლიძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)