|
2024-10-09 12:28:27, 366 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე რეზოლუციაზე - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტით ითხოვენ, დემოკრატია არ არის
ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან. კალაძის თქმით, “ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც აღნიშნული დოკუმენტით ითხოვენ, დემოკრატია არ არის, რადგან მას მოსახლეობის წინაშე კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი“. “ამ ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. იმ რეზოლუციებს, რომელთაც წინა თვეების განმავლობაში იღებდნენ, დღეს უბრალოდ გარკვეული მიმართულებები დაემატა. რომ გვეუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდესო, კიდევ ერთხელ გაიმეორეს. წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანზე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი კონკრეტულ საქმეებზე, გვეუბნებიან, უპირობოდ გამოუშვითო. ეს არის მათეული დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ და არც ჩვენს წინაპრებს შეუწირავთ თავი იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ, კონკრეტული დამნაშავეები გამოგვაშვებინონ ან თუნდაც ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერმა ასევე უპასუხა შეკითხვას რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სანქციებზე მიერთებით ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებოდნენ. “სანქციებზე ხომ არ იყო ამდენი ხანი საუბარი?! თვითონ ხომ არ საუბრობდნენ?! მეორე, მესამე პირებს ალაპარაკებდნენ ამასთან დაკავშირებით. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემები, უფრო მძიმე, რომელთან დაკავშირებითაც, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, ხელის გადაგრეხვის მცდელობა ჰქონდათ, რომ ისე მოვქცეულიყავით, ისეთი ნაბიჯი გადაგვედგა, როგორც თავად გვეუბნებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რევოლუციაში. ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ არაფერს ვაკეთებთ განსაკუთრებულს. მშვიდობა გვინდა ჩვენს სამშობლოში, რადგან ვიცით, რა არის ომი და რამხელა უბედურების მომტანია ის. ასევე, ვიცით, რა შეიძლება მოიტანოს სანქციებმა. ჩვენ რომ ვყოფილიყავით სუსტი ხელისუფლება, შეგვშინებოდა ვიღაცების და სანქციებს მივერთებოდით, ამით დაზარალდებოდა გლეხი, რომელიც შრომობს; დაზარალდებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც რესტორნები, კაფეები აქვთ. ეს მერე ხომ აისახებოდა ქვეყანაზე, მის ეკონომიკაზე?! შესაძლოა, მიზანი ესეც იყო - ამ შეცდომის შემდეგ, ხალხი ხელისუფლებას შემოუბრუნდებოდა და გვეტყოდა: იმისთვის აგირჩიეთ, რომ გაატარო ისეთი პოლიტიკა, რომელიც კი არ დამაზიანებს, პირიქით, ქვეყანას, ეკონომიკას განავითარებს და ქვეყანას გააძლიერებს. ეს მოცემულობაა დღეს“,- აღნიშნა კალაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)