11:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-09 09:23:19, 346 ნახვა

მსოფლიო
ქარიშხალ „მილტონის“ გამო, ჯო ბაიდენმა ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფლორიდის მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაემორჩილონ ევაკუაციის ბრძანებას ქარიშხალ "მილტონის" მიახლოების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

"შეიძლება, ეს იყოს ყველაზე საშიში ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას ბოლო საუკუნეში დაატყდა თავს. ღმერთმა ქნას, ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ამჟამად ასე ჩანს",- განაცხადა ბაიდენმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება დაამტკიცა და ავიაკომპანიებს მოუწოდა, ფასები ხელოვნურად არ გაზარდონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics