|
2024-10-08 16:12:23, 377 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას დაესწრო
ბოლნისში, მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური, 111 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯნდაცვის სამინისტროა ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ბოლნისის ცენტრალური კლინიკის გახსნას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. "მიხეილ სარჯველაძემ კლინიკა დაათვალიერა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც დაწესებულება პაციენტებს შესთავაზებს. მინისტრმა სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა პაციენტისთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლნისის ცენტრალური კლინიკა სრულიად გარემონტდა და განახლდა, აღიჭურვა ახალი აპარატურითა და ინვენტარით. კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარება "ემერჯენსი" მე-3 დონის, მოზრდილთა და ბავშვთა: ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთა ნევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგია და კომპიუტერული ტომოგრაფია. ასევე - სტაციონარული დიალიზი",- ნატქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)