|
2024-10-08 14:02:33, 356 ნახვა
საზოგადოება
„უფლებები საქართველო“ - აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ციხის ადმინისტრაციამ პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. "უფლებები საქართველოს" იურისტებმა სადიგოვი საავადმყოფოში მოინახულეს. იურისტების ინფორმაციით, სადიგოვი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, არის კონტაქტური, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა",- აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. 8 აგვისტოს, "უფლებები საქართველოს" ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2 000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით. 13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო "უფლებები საქართველოს" სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება უცვლელად დატოვა. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შიმშილობა 21 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 16 სექტემბერს, საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში, უარი უთხრა.
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)