04:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 12:34:55, 365 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის რადიკალური ფრთის დღის წესრიგი საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  “გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში, რაც მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის“.

“გრძელდება ე.წ. მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ განხორციელებული წინასაარჩევნო დარღვევების იგნორირება მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და განცხადებებში. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზანმიმართული კამპანია ამზადებს საზოგადოებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განწყობებს არჩევნების არასწორი შეფასებისთვის. ამის საპასუხოდ, მმართველი გუნდი აგრძელებს მშვიდობიან წინასაარჩევნო კამპანიას და მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.

აქვე გაცნობებთ, რომ უფრო მოცულობითი, დეტალური ანგარიში 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ტრადიციულად ატვირთულია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქ“ გვერდზე. რა თქმა უნდა, ეს ანგარიში, მისი ქართული და ინგლისურენოვანი ვერსიები, დაეგზავნება დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველა იმ პირს, ვინც დაინტერესებულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით და მათ ეს ინფორმაცია დეტალურად მიეწოდებათ“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics