|
2024-10-08 11:30:53, 370 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევასა და ნეგატიურ კამპანიას ეხება
“ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ოპოზიციური პარტიების, რიგი სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციის საქმიანობაში წინასაარჩევნო დარღვევები გამოვლინდა. მიქანაძემ საუბრისას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, აშშ-ის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ “ქარდებსა“ და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებზე ისაუბრა. “დღევანდელი ბრიფინგით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციის საქმიანობაში გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეხება. 1-ელი ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა. 1-ელი ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატურად ათავსებდა “ქარდებს“, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა. 4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის “სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)