|
2024-10-08 10:39:46, 339 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - მთავრობამ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე უნდა იყოს - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა ორჯერ ნაკლებია
მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა "ეკონომიკის მუხრუჭი" ხელისუფლება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა "მოიშოროს". "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროგრამა წარადგინა. არავის სჯერა ამ პროგრამის, რადგან 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, მათი უამრავი დაპირება უფასო ფულზე, გაზზე, ბენზინზე, იაფ კრედიტებზე, მოსახლეობა რომ საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა ეკონომიკის ზრდას, "წალკოტადქცეულ წყალტუბოზე", ანაკლიის პორტზე და კურორტზე, "დაბრუნებულ გარეჯზე" და მრავალი სხვა, შეუსრულებელი დარჩა. დიახ, ლარებში ზრდა გვაქვს ბიუჯეტში, მაგრამ ლარის კურსმა დევალვაცია განიცადა. ამას დავამატოთ ინფლაცია და რასაც 2012 წელს 100 დოლარად, ანუ 167 ლარად ვყიდულობდით, ახლა იგივეს შეძენას 700-800 ლარი სჭირდება. რის ხარჯზე გაიზარდა ეკონომიკა? ჩვენი ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი ჩვენივე ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია. ჩვენი მშპ, დაახლოებით, 28 მლრდ დოლარია და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იზრდება, მაგრამ ყოვეწლიურად ემიგრანტები რიცხავენ 4-დან 4,5 მლრდ დოლარს, რაც ჩვენი მშპ-ს 14-დან 17%-მდე შეადგენს. ანუ, მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, ისინი კი ახერხებენ და ეკონომიკური ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია. წარმოიდგინეთ, პროგრესული მთავრობა რომ გვყავდეს, რა ტემპებით განავითარებდა ქვეყანას. 26 ოქტომბერს ერთად უნდა შევცვალოთ ეს ქურდი, არაფრისმაქნისი, ეკონომიკის მუხრუჭი ხელისუფლება!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)