04:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 23:31:48, 298 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის

რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობა იწყებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება და აღნიშნულისთვის, ყოველწლიურად, 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად გადანაწილდეს სიკეთე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონზე და ამ კუთხით გაგრძელდება ინვესტიციების განხორციელება. რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში, 2 მლრდ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი რეგიონების განვითარებისთვის.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, 400 მლნ იქნება მინიმუმ გამოყოფილი, მთის ფონდის ფარგლებში - 155 მლნ მინიმუმ და ასევე ჩვენ ვიწყებთ სპეციალურ პროგრამას, რომელიც უკავშირდება გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამისთვის, ყოველწლიურად 20 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი, უშუალოდ გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებისთვის",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics