|
2024-10-07 22:23:21, 355 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე - 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას
გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად მარნეულში, სოფელ აღმამედლოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა. "გამარჯვება არის ძალიან ახლოს, 20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას! 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას. მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი, ხანდახან ცდილობენ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია, როდესაც ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი, 6 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)