|
2016-02-23 16:55:14, 668 ნახვა
საზოგადოება
„ქორთიად მარიოტში“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
ხვალ, 24 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ერთობლივად განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციამ “Hilfswerk Austria International” და იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაციამ „თანხმობა“. პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეფექტიანი რესოციალიზაცია საზოგადოებაში. პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისათვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ შიდა ქართლის რეგიონში 26 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში გადამზადდა და დასაქმდა რეგიონში მცხოვრები 150 ბენეფიციარი. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, მათი ოჯახის წევრები, დევნილები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები. დაფინანსდა რამდენიმე მცირე ბიზნესიდეაც, რომლებიც წარმატებით მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)