|
2024-10-04 12:52:21, 354 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საუდის არაბეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარეს, ჰასან ალ-ჰუვაიზის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინსტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს აგრარულ დარგში ინვესტირების შესაძლებლობები და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
“როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეფექტიანი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა არსებობს, რასაც გაფართოების დიდი პოტენციალი გააჩნია. ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს მოქნილი საინვესტიციო გარემოს შესახებ და საუდის არაბეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აგრარული დარგის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, კაკლოვანი კულტურების, წვენების, ბოსტნეულის წვენების და მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა. საუდის არაბეთის სამეფოს გაერთიანებული პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მასპინძლობისთვის, აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და საინვესტიციო თვალსაზრისით საინტერესო ქვეყანას წარმოადგენს.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)