|
2024-10-03 09:07:12, 363 ნახვა
მსოფლიო
მილერი - აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. როგორც მილერმა აღნიშნა, “მათთვის პრიორიტეტული რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდაა“. “ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა. ამიტომ, დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად დავუკავშირდით. ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“,- განაცხადა მილერმა. მისივე თქმით, დაახლოებით, 7 000 ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა, რათა ჩარტერული რეისების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო. “ვვარაუდობ, ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ მოისურვებს ლიბანის დატოვებას, ზოგი კი დარჩენას გადაწყვეტს. მათი გეგმები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, შეიცვალოს“,- აღნიშნა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)