|
2024-10-02 12:16:00, 495 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკრო მიმოხილვა მთავარი ეკონომისტისგან - ისევ სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები
აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 12% შეადგინა, რაც "თიბისი კაპიტალის" დაახლოებით 9.3-10 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. შესაბამისად, სრული 2024 წლის მოლოდინიც აქამდე არსებულ 9%-თან შედარებით, უფრო მეტია. მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფაქტორებიდან აღსანიშნავია ტრადიციული ტურიზმისა და ადგილობრივი ექსპორტის მატება. ლარის კურსის კუთხით, "თიბისი კაპიტალის", როგორც მიმდინარე ტენდენციის შეფასება, ასევე პროგნოზი უცვლელია. საკუთრივ, საგრძნობლად მომატებულია სენტიმენტების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც, როგორც ჩანს, პოტენციური გაუფასურების მოლოდინების ფონზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. თუ სექტემბრის მეორე ნახევრამდე ისტორიულად მაღალი სავალუტო შემოდინებების პარალელურად ეს ლარის გაცვლით კურსს არ გადაეცემოდა და, უფრო მეტიც, სებ-ს აგვისტოში სავალუტო რეზერვების შევსების საშუალებაც კი ჰქონდა, თვის მეორე ნახევრიდან ლარზე ნეგატიური ზეწოლა გაძლიერდა და მცირედ გაუფასურებაში გამოიხატა. რაც შეეხება პროგნოზს, ის 2024 წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით 2.8 ნიშნულს, შემდგომ კი ლარის გამყარებას ითვალისწინებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოლოდინების ცვლილებისას, როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, სენტიმენტების ფაქტორი ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. ასევე, "თიბისი კაპიტალის" აზრით, უცვლელია საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის დასუსტების შედარებით მაღალი ალბათობაც. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)