|
2024-10-02 11:54:05, 370 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ნუცუბიძეზე ორი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს - სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება. “აღნიშნული ხიდები თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მოვაწესრიგოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები, ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ხიდებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები, ასევე, გარე განათების ქსელი და ლამპიონები“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)