14:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-02 10:52:45, 340 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ჯეიმი შაფელბარგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან - ჯეიმი შაფელბარგერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ალექსანდრე დარახველიძემ ჯეიმი შაფელბარგერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელს - ჯეიმი შაფელბარგერს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics