|
2024-09-30 14:09:22, 543 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტმა“ ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა
"გალტ & თაგარტმა" ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს. აჭარა ყველაზე სწრფად მზარდი ეკონომიკაა საქართველოს რეგიონებს შორის. თბილისის შემდეგ ბათუმს ყველაზე მაღალი, 10%-იანი წილი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. აჭარის ეკონომიკაში დომინანტური როლი აქვს ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. "გალტ & თაგარტის" მიხედვით, ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ასევე სხვადასხვა დარგებში პოტენციალის ათვისება მომდევნო წლებში ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჯამურად ქვეყანაში არსებული ტენდენციის საპირისიპიროდ, აჭარაში მოსახლეობა იზრდება, ასევე გაუმჯობესებულია დასაქმების დინამიკა და იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც ბიზნესის წარმოებისთვის აჭარის რეგიონის მიმზიდველობას უწყობს ხელს. "რეგიონული განვითარება საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა მზარდი იყოს საქართველოს რეგიონებში. ტურისტული სეზონი დასრულდა და გვინდა ბიზსნეს სექტორს ექსპერტული ცოდნა გავუზიაროთ განვლილ პერიოდებზე და ასევე იმ პერსპექტივებზე, რასაც ვხედავთ როგორც ჯამურად, აჭარის ეკონომიკაში, ისე სტუმართმასპინძლობის და უძრავი ქონების ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ რეგიონი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა. ამასთან, საყურადღებო ტენდენციებია უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით, რაც "გალტ & თაგარტის" სიღმისეული კვლევის საუძველზე იკვეთება. შესაბამისად, ამ ღონისძიების მიზანია, აჭარაში მოქმედ ბიზნესებს მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია, იმისთვის რომ რეგიონი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)