|
2024-09-27 16:10:27, 332 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - იმისთვის აგვირჩია მოსახლეობამ, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას პრობლემებს აარიდებს
მოსახლეობამ იმისთვის აგვირჩია, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. დედაქალაქის მერმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია. “ხალხი ყველაფერს ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერი ცხადი და ნათელია. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან პრობლემური? აქ გამჭვირვალობის შესახებ კანონი კი არ არის მთავარი სამიზნე გარედან - პრობლემა არის ორი რამ: ერთი, რომ სანქციებს არ შევუერთდით და ავხსენით, რატომაც არა. სულელები ხომ არ ვართ?! გლეხი რომ ხარ და წვალობ, შენ ხომ არ დაგაზიანებთ?! ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარ თავს ხომ არ დავიზიანებთ?! ჩვენ ხელისუფლებაში რატომ ვართ? ხალხმა რატომ აგვირჩია? - იმისთვის, რომ გავატაროთ სწორი პოლიტიკა და ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას ზუსტად ისეთ ბოროტებას, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს, რაც ომთან არის დაკავშირებული; იმიტომაც ვართ ხელისუფლებაში, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ; საქართველოს ინტერესები კი არ გამოვაყენებინოთ სხვას - პირიქით, შევინარჩუნოთ მშვიდობა“,- განაცხადა კალაძემ. მისივე შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ვის მიერ იმართება ეს ყველაფერი. “მეორე პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აზროვნებს სწორად, ხედავს, თუ როგორ მიდის პროცესები, ვინ მართავს და რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა უნდათ საქართველოსთან მიმართებაში. რომ გამოდიან და ამბობენ, დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯები უკან გადაიდგაო, რა ნაბიჯები გადადგა უკან საქართველომ, შეიძლება ვინმემ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს?! წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და მიიღებენ შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“,- აღნიშნა კალაძემ. აქვე, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ქართული “ოპოზიციური პარტიების“ წარმომადგენლების კრიტიკას აღნიშნულ სტატიაზე და განაცხადა, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისთვის ატარებენ. “ფაქტები ძალიან მარტივია. რა კამპანია უნდა ჩაატაროს, ვისთან უნდა მივიდეს გვარამია ან მელია? ვის უნდა შეხვდნენ? რაზე უნდა დაელაპარაკონ? ვისთან უნდა მივიდეს ხაზარაძე? - იმ ხალხთან, რომელიც გააუბედურა, ქონება წაართვა თუ ვისთან უნდა მივიდნენ? ან რა უნდა დაპირდნენ? ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ კონკრეტული ელჩებისა და საელჩოებისთვის. მათთვის ქვეყანა, მის შიგნით არსებული მდგომარეობა და ხალხი არ არსებობს. ყველაფერი ცხადი და ნათელია - მათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გარე ურთიერთობები. განცხადებები, წამოცდენებიც ჰქონდათ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვის უფრო მეტი მისასვლელი ექნებოდა უცხოელებთან. ჩვეულებრივი აგენტები არიან. რასაც დაავალებენ, უბრძანებენ, ის უნდა შეასრულონ შეკითხვის დასმის გარეშე - რატომ? ეს არის მარტივი მოცემულობა“,- განაცხადა თბილისის მერმა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)