|
2024-09-27 12:17:51, 356 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე - რუსეთი აგრესორია - მას ბოდიშს არ მოვუხდით!
რუსეთი არის აგრესორი! რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ, ჩემი მეგობრები და საქართველოს მოქალაქეები ბოდიშს არ მოვუხდით! - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო, რუსეთის მიერ პროვოცირებულია". "დღეს ჩვენ აქ მოვედით, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც გაყო ჩვენი ქვეყანა; ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი; ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკან მოუხედავად ჩაერთნენ თავიანთი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და სიცოცხლე შესწირეს ამ უთანასწორო ბრძოლას; ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა: რუსეთი არის აგრესორი! რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ, ჩემი მეგობრები და საქართველოს მოქალაქეები ბოდიშს არ მოვუხდით! ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო, არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის ომის გამჩაღებელს, ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის! ეს არის ადგილი, ხიდი, ენგურის ხიდი, რომელმაც გაყო ორი მონათესავე ერი, ორი მონათესავე თანამოქალაქე, მეზობელი, ოჯახი, მაგრამ ეს ხიდი ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლდ ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, "ძლიერი საქართველო", ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია; სადაც, აფხაზები, აფხაზების შვილები, ოსების შვილები, საქართველოს შვილები, ერთად ააშენებენ ძლიერ საქართველოს; ექნებათ ევროპული მომავალი და ის პერსპექტივა, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნეში. ჩვენ ვიცით, როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა, ის კულტურა, რომელიც ჩვენ შორის ყოველთვის იყო. რას სთავაზობს დღეს პუტინი და კრემლი აფხაზეთს? პუტინი და კრემლი აფხაზეთს სთავაზობს, რომ მათი შვილები წავიდნენ და უკრაინაში, სისხლისმღვრელ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ვთავაზობთ მათ მშვიდობას, მყარ მშვიდობას, ძმობას, მეგობრობას და ახალი ფურცლით დაწყებას ჩვენი ურთიერთობისა. მე მინდა კიდევ ერთხელ, ომში დაღუპულ ყველა აფხაზს, ქართველს, მივუსამძიმრო და კიდევ ერთხელ ვთქვა, რუსეთი არის ოკუპანტი და ჩვენ ძლიერ საქართველოს ავაშენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად, აფხაზების, ქართველების, ოსების, ერთიანი ძალისხმევით",- განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)