09:20 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 12:01:07, 362 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთმიტევებით და შერიგების გზით არის შესაძლებელი.

„27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები - დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი. ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას გმირი ჯარისკაცების ხსოვნა, ასევე, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics