|
2024-09-25 14:08:03, 412 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე - არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს
უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს "ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლია წყალწაღებული ოპოზიციისთვის". "ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია, მთლად გონივრული, ან თუნდაც შედეგიანი სვლა. სთხოვა ვინმემ? - არა! უბრალოდ, არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს. ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის! ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში! გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა! ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ",- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტრადიციული მიღება მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნებისთვის დღეს, 25 სექტემბერს ნიუ-იორკშია დაგეგმილი. ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმეს, თავდაპირველად "ამერიკის ხმამ" გაავრცელა. როგორც მედიასაშუალებამ დაწერა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. კობახიძის აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწო და 26 სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრებოდა.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)