10:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 14:37:38, 425 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - გული მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს, თუ რა პრინციპების კაცია

გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს, კალაძე პასუხობს, რომ „ეს არის აბსურდი". 

„ეს არის მორგი სისულელე და აბსურდი. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია. ამასთან დაკავშირებით თავადაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ევროპას მიანდო, შვეიცარიის ერთ-ერთ წამყვან ბანკს. ბანკმა ეს ადამიანი გაძარცვა. შემდეგ მან ყველა ინსტანციაში მოიგო სასამართლო პროცესი. ამის მიუხედავად, მისი თანხები გაჩერებულია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური შანტაჟი, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესები დათმოს და სანაცვლოდ, თანხები გამოთავისუფლდეს. თუმცა, ეს ვერ მოხდება, შეუძლებელია. 

გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ეს ადამიანი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია. შესაბამისად, ამით შანტაჟს და მუქარას აზრი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს“,- აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics