|
2024-09-19 21:19:50, 309 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში - სრულად
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში მოსახლეობას სიტყვით მიმართა. კობახიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ქვემო ქართლის თითოეული კუთხიდან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, სომხებს, სხვა ეროვნების ჩვენს თანამოქალაქეებს, მივესალმები ჩვენს დელეგატებს ქვემო ქართლში - ირაკლი შატაკიშვილს, ზაურ დარგალს და დავით შერაზადიშვილს. ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა. არჩევნებთან ერთად, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა, საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები, ბნელ წარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რეგიონის გამორჩეულად ღირსეული მოსახლეობა 26 ოქტომბერს ხმამაღლა ეტყვის არას ომს, ამორალურ პროპაგანდას და ბნელ წარსულს და აირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს. საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვით და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ. დაუსჯელობის გამო, ისინი 12 წლის მანძილზე ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს. 2012 წელს ავტორიტარული რეჟიმი წარსულს ჩააბარა ადამიანმა, რომელიც მას შემდეგ ქვეყანაში მშვიდობის, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური წინსვლის მთავარი გარანტია. ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის უმთავრესი შედეგები: მთავარია, შევინარჩუნოთ მშვიდობა და განვითარების არსებული ტემპის პირობებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს, ეს ყველაფერი შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის დასაცავად, 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო საქართველო!“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)