|
2024-09-19 13:16:25, 363 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ხაზარაძე-გახარიაზე - დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან
გახარიასა და ხაზარაძეს ერთმანეთი არ მოსწონთ, თუმცა, დაავალეს გაერთიანება, რომ საარჩევნო ბარიერი როგორმე ერთად გადალახონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასა და "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში, რატომ არის ჩართული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, საერთოდ პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებებში. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივია და საზოგადოებისთვისაც ცხადია. ეს ყველაფერი მოდის გარედან, ხდება გარე დირექტივების შესრულება. უბრალოდ ამაში ჩართულია სალომე ზურაბიშვილი და ის კონკრეტული ორი პოლიტიკური პარტია. მათ, რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არც მოსწონთ. რეალურად ერთმანეთს მსოფლმხედველობითაც აცდენილები არიან - ერთი "თვალთხარიას" ეძახდა, მეორე - "თაღლითს". ვიცით მათი დამოკიდებულება, უბრალოდ ორივე მათგანის პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს, დაავალეს გაერთიანება და ასეც იქცევიან. სურვილი აქვთ, რომ ამ გაერთიანებით, როგორმე ბარიერი გადალახონ",- ამბობს კალაძე. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა. 17-18 სექტემბერს, ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრები გამართეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)