|
2016-02-22 12:12:54, 604 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - დეპეშა ბერნში საქართველოს ოკუპაციის შესახებ
„მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ დაარღვია ჩვენს მთავრობასთან 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მშვიდობის ზავი და ომის გამოუცხადებლად, ფლიდურად გადმოლახა სოციალისტური საქართველოს საზღვრები კომუნიზმის დროშის ქვეშ. მოსკოვის მთავრობა ცარისტულ იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს და მიზნად ისახავს პატარა ერების დამონებას”. ნაწყვეტი მსოფლიო პროლეტარიატისადმი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან, რომელიც თბილისიდან ჟენევაში მიიღო და ბერნში გააგზავნა ხარიტონ შავიშვილმა, საქართველოს წარმომადგენელმა ერთა ლიგაში. დეპეშაში აღნიშნულია, რომ ქართველები წინ აღუდგებიან ამას და რომ მსოფლიო სოციალისტების მხარდაჭერის დიდი იმედი აქვთ. ფრანგულ ენაზე ჟენევა, 1921 წლის 22 თებერვალი დოკუმენტის დედანი დაცულია ჟენევაში, გაეროს განყოფილების ბიბლიოთეკაში, ელექტრონული ასლი ინახება ეროვნულ არქივში, ხარიტონ შავიშვილის საარქივო ფონდში. „კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტების ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)