|
2024-09-17 15:37:53, 497 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - სახელმწიფო როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად, ისე გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად იმუშავებს
ქვეყანაში ცალსახად დიდი პრიორიტეტი ენიჭება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბოლო წლებში ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს, ხაზგასასმელია ასევე დღის წესრიგში არსებული, ე.წ. ფლაგმანი პროექტების განვითარების პრიორიტეტები, რომლებსაც ტრანსფორმაციული ეფექტი უნდა ჰქონდეთ ქვეყნის განვითარებისთვის - ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვა პროექტები იმისთვის, რომ ერთ-ერთ მზარდ, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში არამხოლოდ შევინარჩუნოთ დადებითი დინამიკა, არამედ მნიშვნელოვანი შედეგები მივიღოთ ამ მიმართულებით",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მზარდ ტურიზმსა და ტურისტულ სექტორში მოთხოვნას უნდა პასუხობდეს. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში, მომსახურების სფეროში ახალი სექტორები გაჩნდა, რომლებიც ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს. ეს არის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულება, სადაც თითქმის 800 მილიონი დოლარის ექსპორტი იყო 2023 წელს, ხოლო მიმდინარე წელს, იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი მილიარდს გადააჭარბებს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისი შეფასებით, ეს არის განსაკუთრებული დინამიკით გამორჩეული სექტორი, ცოდნაზე ორიენტირებული დარგი, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებებით გაძლიერებას. “ამ სექტორში პირველი დადებითი შედეგები უნდა გადავაქციოთ უფრო გრძელვადიან, ფუნდამენტურ უპირატესობად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ტექნოლოგიური მიღწევები უნდა დავაკავშიროთ ეკონომიკის ტრადიციულ დარგებს, ვიმუშაოთ პროდუქტიულობის ზრდისთვის და შიდა რესურსი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ. სახელმწიფო ძალიან აქტიურად, ბევრი მიმართულებით იმუშავებს როგორც ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად მოკლევადიან პერსპექტივაში, ისე უფრო გრძელვადიანი ზრდის მყარი საფუძვლის შესაქმნელად",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)