|
2016-02-20 22:13:21, 588 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა
ხმაურია ამ წუთებში ფონიჭალაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგოს გატაცების გამოძიებას ითხოვენ. სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა გუშინ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. არასრულწლოვანმა გამტაცებლებს წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც მოახერხეს. ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველები და გოგონას ძებნის ღონისძიებაც არ მიმდინარეობს. ''ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ რამდენიმე სახელსა და გვარს, თუმცა სამართალდამცველები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ,'' - აცხადებს გატაცებულის დედა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)