05:17 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 15:33:11, 433 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ცვლილებები შეინიშნება.

"ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ის გახდა სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ამიტომ, აუცილებელია, ამ თემას დეტალურად და ყოვლისმომცველად მივუდგეთ. მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების შენიშვნებისა და რჩევების მოსმენა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, მიღებულია გადაწყვეტილება ევროპული მშვიდობის ფონდის მიერ სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის შესახებ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics