|
2024-09-06 19:43:31, 432 ნახვა
მსოფლიო
არა მხოლოდ Volkswagen: გერმანიას ათასობით სამუშაო ადგილის შეწყვეტა ემუქრება
ახალი ამბები იმის შესახებ, რომ ავტო გიგანტი Volkswagen განიხილავს გერმანიაში რამდენიმე ქარხნის დახურვას, გაამძაფრა ექსპერტების შეშფოთება ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ბევრი დარწმუნებულია, რომ კრიზისმა დაარტყა არა მხოლოდ შიდა ავტოინდუსტრიაში, გერმანიის საწარმოებს ტრანსფორმაციები სჭირდებათ. მარსელ ფრაცშერი, გერმანიის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (DIW) პრეზიდენტი ამბჯბს რომ კომპანიებმა ხელიდან გაუშვა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა "გერმანია ძალიან არის დამოკიდებული ექსპორტზე, მრეწველობაზე. არა მარტო ფოლკსვაგენმა, არამედ ბევრმა სხვა საწარმომაც ხელიდან გაუშვა ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. რაც შეეხება ფოლკსვაგენს, კომპანიამ ელექტრომობილებზე გადასვლა ვერ შეძლო. ამ მხრივ ჩამორჩება. წარსულში მას ჰქონდა ძალიან მაღალი მოგება, იყო ძალიან წარმატებული სერიოზული პრობლემების წინაშე დგას“. - აცხადებს მარსელ ფრაცშერი. BASF, ქიმიკატების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს რაინლანდ-პფალციში, ასევე განიხილავს წარმოების აზიაში გადატანას და გერმანიაში მუშების გათავისუფლებას - უკრაინაში ომისა და მძიმე გერმანული ბიუროკრატიის გამო ენერგეტიკული ფასების მატების ფონზე. "გერმანიის ყველაზე დიდი პრობლემა არ არის მოკლევადიანი, არამედ სტრუქტურული, გრძელვადიანი. ასე რომ, ჩვენ ვიწინასწარმეტყველებთ სტაგნაციას, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით, შემდეგ კი თანდათან გამოჯანმრთელებას. ასე რომ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ბიზნეს მოთამაშეებისა და მთავრობის იმედგაცრუებამდე. მაგრამ მართალია, ეს მოითხოვს პროგრესულ ქმედებებს და უწყვეტ ინვესტიციებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში და ვიმედოვნებთ, რომ გერმანიის ეკონომიკა გაუმკლავდება გარდამავალ პროცესს ამ პერიოდში." - აცხადებს მარსელ ფრაცშერი, DIW-ის პრეზიდენტი: ევროპის უძლიერესი ეკონომიკა კვლავ რეცესიაშია. პესიმისტურია მომავალი წლის პროგნოზებიც.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)