|
2016-02-19 18:39:04, 627 ნახვა
საზოგადოება
ელენე ხოშტარია: სანდრო ბრეგაძემ თავი ქსენოფობიური და აგრესიული განცხადებებით დამამახსოვრა
კარგია თუ თანამდებობაზე არ იქნება ისეთი ადამიანი, რომლიც ქსენოფობიური და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა,-ამის შესახებ ექსპერტმა ელენე ხოშტარიამ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ხოშტარიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მას თვალი არ მიუდევნებია ბრეგაძის საქმიანობისთვის, თუმცა, მისივე თქმით, ბრეგაძემ თავი აგრესიული და ქსენოფობიური განცხადებებით დაამახსოვრა. „წარმოდგენა არ მაქვს რას შეიძლება უკავშირდებოდეს სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან წასვლა. მაგრამ თავისთავად ძალიან კარგია, რომ ქსენოფობი ადამიანი არ იქნება მთავრობაში. აქ არ არის საუბარი იმაზე ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს. ზოგადად, ქვეყნის იმიჯს ლახავს, როცა მთავრობაში პოზიციას იკავებს ადამიანი, რომლიც ქსენოფობიით გამოირჩევა. ძალიან კარგი თუ არ იქნება ის თანამდებობაზე. არ მიმიდევნებია თვალი არც მისი საქმიანობისთვის, არც მისი კოალიციასთან ურთიერთობისთვის. ერთ-ერთი რითაც მან თავი დამამახსოვრა, ეს არის აგრესიული, ქსენოფობიური განცხადებებით“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)