23:50 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 16:50:53, 471 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანმა დუბრავკა სიმონოვიჩი მიიღო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი მიიღო. მინისტრთან ერთად შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,  თეა წულუკიანმა  გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა იმ ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომელთაც სამინისტრო ქალთა უფლებების განმტკიცებისთვის ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროს მიერ  მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ  იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ამ ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის სტამბულის კონვენციასთან, რომლის მიზანია, ოჯახში ძალადობისგან დაიცვას ყველა.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ქალთა უფლებების დაცვა ეფექტურად მაშინ, როდესაც შეიძლება ქალები გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი − იქნება ეს ოჯახში თუ სხვაგან. აღინიშნა, რომ საქართველო დგამს ძალიან დიდ და პროგრესულ ნაბიჯს, როდესაც ამ გაზაფხულზე უკვე მოახდენს სტამბულის კონვენციის რატიფიკაციას, და არა მხოლოდ რატიფიკაციას, არამედ საკანონმდებლო რეფორმებს განახორციელებს იმისთვის, რომ ჩვენი ქართული კანონი იყოს სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში.  ვისაუბრეთ სამომავლო თემებზე, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს; მაგალითად, როგორ უნდა დაიცვას  ჩვენმა კანონმდებლობამ  სუროგატი დედის უფლებები, რომელიც დღეს  საერთოდ არ არის დაცული; როგორ უნდა დავიცვათ  უკეთესად ჩვენი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებზეც სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი ინიციატივით მთავრობამ ერთსულოვნად  დაამტკიცა ცვლილებები და ახლა პარლამენტში იხილება; და როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ქალები და მამაკაცები იყვნენ თანაბრად წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში ვიზიტი 15 თებერვალს დაიწყო და მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics