|
2016-02-19 14:23:09, 609 ნახვა
საზოგადოება
სანიკიძე: გერმანული მოდელიდან იმ ნაწილს გადმოვიღებთ, რაც დამსაქმებლის ჩართულობას უკავშირდება
"გერმანული მოდელი ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში წამყვანი როლი დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს უჭირავს, ანუ ინდუსტრიას რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება“ , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, გერმანულ მოდელი ნამდვილად წარმატების საწინდარი იქნება. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითუმეტეს როდესაც საქართველოში ახალი ინვესტიციები ხორციელდება. "გერმანული სისტემა, არის დუალური განათლების მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში წამყვანი როლი დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს უჭირავს, ანუ ინდუსტრიას რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება", - განაცხადა განათლების მინისტრმა. მინისტრის თქმით, შემოდის ის მოთხოვნები, რომელიც დღეს ბაზარზე არ არსებობდა. "ჩვენ არ ვაკეთებთ, ამ მოდელის პირდაპირ გადმოღებას საქართველოში, მაგრამ შესაძლებელია დუალური საგანმანათლებლო სისტემიდან იმ ელემენტების წამოღება, რომელიც უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში კერძო სექტორისა და დამსაქმებლის ჩართულობას უკავშირდება. ეს არის ის, რაც შემდგომში დასაქმების მაღალ მაჩვენებელს წარმოგვიდგენს. რასაც ვაკეთდებთ, ხდება არსებული რესურსებით და ამ არსებული რესურსების გადანაწილებით. თვითონ რეფორმის დროის გაწერა და შესაბამისი რესურსების დაგეგმარება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში გერმანულ მხარესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც იქნება ჩვენთან ერთად რეფორმაში ჩართული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)