02:55 - 10 May, 2026
|
2024-08-22 13:23:47, 360 ნახვა
მსოფლიო
ვოლგოგრადის ოლქში, დრონების თავდასხმის შემდეგ, სამხედრო აეროდრომზე ხანძარია
დრონების თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას სამხედრო აეროდრომზე ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი ავრცელებს. ბოჩაროვის თქმით, მარინოვკაზე თავდასხმა მოგერიებული და დრონების უმეტესობა განადგურებულია. "უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად თავდაცვის სამინისტროს ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა უკვე მიმდინარეობს, მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ბოჩაროვმა. ადგილობრივი მცხოვრებლების ამბობენ, რომ ესმოდათ დრონების ფრენის, საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობისა და აფეთქებების ხმა. სამხედრო ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)