03:01 - 10 May, 2026
|
2024-08-21 15:11:56, 407 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში "დასავლეთ ნილოსის" ცხელებით ინფიცირების 58 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სტეპან ატოიანმა განაცხადა. ატოიანის თქმით, 41 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი საშუალო სიმძიმის. ვირუსის პირველი შემთხვევა 7 აგვისტოს არაგაწოტნის რაიონში დაფიქსირდა. ამჟამად ვირუსის გავრცელების სავარაუდო არეალად არაგაწოტნის, არმავირისა და არარატის რაიონები მოიაზრება. ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)