|
2024-08-20 14:23:29, 399 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო
ბულგარეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. მედიის ცნობით, ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უარი თქვა დროებითი მთავრობის დანიშვნაზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კალინ სტოიანოვის დატოვება იგეგმებოდა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. "ქალბატონი გრანჩაროვა - კოჟარევას უარის შემდეგ, მე ხელს არ მოვაწერ ამგვარად შეთავაზებული დროებითი მთავრობის დანიშვნას და მისი ვალდებულება მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით დასრულდა. ხვალ პარლამენტში ფიცის დადება არ გაიმართება, არჩევნები გადაიდება 20 ოქტომბრის შემდგომი პერიოდისთვის, მოქმედი მინისტრთა კაბინეტი კი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას ოფიციალური მთავრობის ფორმირებამდე“, - წერს ბულგარეთის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)