|
2024-08-19 12:50:25, 386 ნახვა
მსოფლიო
გერმანელი პოლიტიკოსები - მოვუწოდებთ მთავრობას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ შეამციროს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა მოუწოდა გერმანიის ხელისუფლებას, არ შეამციროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. როთის განცხადებით, ეს იქნება ფატალური სიგნალი გერმანიის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, თუ მომავალ ფედერალურ ბიუჯეტში უკრაინის ახალი სამხედრო დახმარებისთვის თანხა გათვალისწინებული არ იქნება. როთმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმია პირველად რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ გადავიდა შეტევაზე და ახლა ქვეყანას სჭირდება სრული მხარდაჭერა გერმანიისგან. უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტა სხვა გერმანელმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. მათ შორის ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, ნორბერტ როტგენმა. მან მმართველი კოალიცია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, დონალდ ტრამპის სტილის პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. კიევისთვის დამატებითი დახმარების შეწყვეტის გეგმა გააკრიტიკეს ასევე “მწვანეთა პარტიაში“, რომელიც გერმანიის მთავრობის შემადგენლობაში შედის. “უკრაინას აბსოლუტურად ცალსახად სჭირდება ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა მომავალშიც. ამისთვის უნდა უზრუნველყოთ ყველა საჭირო ფინანსური რესურსი“,- აღნიშნა ბუნდესტაგში “მწვანეთა“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ბრიტა ჰასელმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)