|
2024-08-15 09:46:49, 438 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მაჰმუდ აბასს ანკარაში შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ერდოღანმა აბასს განუცხადა, რომ თურქეთი ისრაელზე ზეწოლას გააგრძელებს. ერდოღანის თქმით, ანკარა გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას და "უბიძგებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაზარდონ ისრაელზე ზეწოლა". ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაგმო ღაზაში მიმდინარე ომი და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა "დუმილსა და ისრაელის მხარდაჭერაში" დაადანაშაულა. აბასმა და ერდოღანმა აგრეთვე განიხილეს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც საჭიროა ღაზაში გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის. როგორც ერდოღანმა აბასს განუცხადა, ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კი მუსლიმურმა სამყარომ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)