10:10 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-14 12:51:04, 634 ნახვა

ეკონომიკა
ვიდეოკონკურსი „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ბაზისბანკის მხარდაჭერით იმართება

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეოების კონკურსი - „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ იმართება. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვის მთავარ მიზანს, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებაში, ახალგაზრდების როლის მნიშვნელობის აღნიშვნა და წახალისება წარმოადგენს.

კონკურსის მიზანია, ახალ თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება.

ვიდეოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12-31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. კონკურსის პირველ ეტაპზე, ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 ფინალისტი ვიდეო. 27 სექტემბერს კი, ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ 3 ვიდეოს, ხოლო კატეგორიაში „მომხმარებლის რჩეული“ გამარჯვებული გამოვლინდება ფინედუს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებზე მომხმარებელთა რეაქციების რაოდენობის შესაბამისად.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ვიდეოები, ფინედუს ვებ-გვერდსა და მის სოციალურ არხებში გამოქვეყნდება და ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 „ახალგაზრდები ფინანსებსა და მეწარმეობაზე“ ვიდეოკონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ მოცემულ გვერდზე.

„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის, როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე წელს ვიდეოკონკურსით აღინიშნება, რომელიც ახალგაზრდებში მეწარმეობისა და გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების წახალისებას წარმოადგენს. ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ინტერესის ზრდა და ცოდნის გავრცელება კი, სამომავლოდ მათ პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ყირიმის ხიდს 24 საათის განმავლობაში მეორედ შეუტია
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics