|
2016-02-18 16:08:23, 554 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგებელმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მოსახლეობას გაესაუბრა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამ დროისათვის 4 მისამართზე მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია დაზიანებული ასფალტის მოხსნა, შემდგომ კი ასფალტის ახალი საფარის დაგება, ასევე დაგეგმილია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. დიდუბის რაიონში 6 მისამართზე უკვე დასრულდა საგზაო სამუშაოები, 3 146 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის ახალი საფარი. დიდუბის რაიონის გამგებელის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით ინფრასტრუქტურული პროექტები დიდუბის რაიონში აქტიურად მიმდინარობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა გზების საფარის დაგება და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა. დიდუბის რაიონის მასშტაბით ასევე მიმდინარეობს წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია, 6 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)