|
2016-02-18 15:33:13, 655 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ბაჩანა ბრეგვაძეზე: პირადად ჩემთვის, ეს ძალაინ დიდი დანაკლისია
"ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალება, დიდი გულის ტკივილია, ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც მისი ნააზრევი ძალიან ძვირფასია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას, ის მოვლენებს ხშირად ბაჩანა ბრეგვაძის პრიზმაში ხედავს. "ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალება, დიდი გულის ტკივილია, ყველა იმ ადამიანისთვის ვისთვისაც მისი ნააზრევი ძალიან ძვირფასია. მისმა ნააზრევმა, ჩვენზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. პირადად ჩემთვის, ეს ძალაინ დიდი დანაკლისია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყო. სახელმწიფო დამკრძალავი კომისიის გადაწყვეტილებით, ცნობილი ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება. სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა. ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს, საქართფველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)